ლედი გაგამ ანუკი არეშიძის კაბა ჩაიცვა
ამობეჭდვა · 19 / 07 / 2019 10:22
ლედი გაგამ ანუკი არეშიძის კაბა ჩაიცვა

ოსკაროსანმა მუსიკოსმა ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის კაბა ჩაიცვა. ამის შესახებ Vogue წერს.

ანუკის დიზაინით შექმნილი ტყავის კაბით ლედი გაგა კოსმეტიკის თავისი ხაზის წარდგენაზე მივიდა.

ანუკი არეშიძემ ეს კაბა მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარადგინა. ნამუშევარი 2019/20-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა.