ოლივერ სტოუნმა პუტინს შვილის მონათვლა სთხოვა
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2019 10:28
ოლივერ სტოუნმა პუტინს შვილის მონათვლა სთხოვა

კრემლის ვებგვერდზე ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნის რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც 19 ივნისს არის ჩაწერილი.

ინტერვიუსას სტოუნმა ვლადიმერ პუტინს შვილის მონათვლა სთხოვა. საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტი დაინტერესდა, უნდა თუ არა რეჟისორის ქალიშვილს მართლმადიდებელი გახდეს.

სტოუნმა აღნიშნა, რომ შვილს მართლმადიდებლად მონათლავს. 2017 წელს რეჟისორმა პუტინზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის ყურების დროს კრემლის ლიდერს ჩაეძინა.

imedinews.ge

ტეგები