ირაკლი ოქრუაშვილი: ჩემი დაცვის წევრს იარაღი ჩაუდეს, რომ ჩემზე ზეგავლენა მოეხდინათ
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2019 11:55
ირაკლი ოქრუაშვილი: ჩემი დაცვის წევრს იარაღი ჩაუდეს, რომ ჩემზე ზეგავლენა მოეხდინათ

ჩემი დაცვის წევრს იარაღი ჩაუდეს, რომ ჩემზე ზეგავლენა მოეხდინათ, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ საფრანგეთიდან ჩამოფრინდა. ინფორმაციას 1TV.GE წერს.

„იარაღი ჩაუდეს ერთადერთი მიზნით, ჩემზე მოეხდინათ ზეგავლენა. დამთავრებულია, ამას წყალი არ გაუვა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დასაკითხად ჯერ არ გამოუძახებიათ.

„ჯერ არავის არ დავუძახივარ და რატომ უნდა მივიდე“, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, მისი დაცვის წევრი კობა კოშაძე რამდენიმე დღის წინ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ტეგები