დავით დვალი პროკურატურას მიმართავს და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2019 12:26
დავით დვალი პროკურატურას მიმართავს და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი საქართველოს პროკურატურას მიმართავს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს. ამის შესახებ დვალი სოციალურ ქსელში წერს.

" ეს ოქრო კაცი თავისი პირით იძახის - მეო, სახელმწიფო მოხელემო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა დავითრიე ტელევიზიაო და მეტი რა ჯანდაბა მტკიცებულება გინდათ, რომ სახელმწიფომ წაგვართვა რუსთავი 2.
დაკითხავთ? არა ხო?", - წერს დვალი.

ტეგები