უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2019 14:02
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 18-23 გრადუსი, დღისით კი 25-30 გრადუსი იქნება.

21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოშიც ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა ბარში ღამით 19-24 გრადუსი, ხოლო დღისით 32-37 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა ღამით 23, ხოლო დღისით 36 გრადუსი იქნება.

22 ივლისს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით 18-23 გრადუსი, ხოლო დღისით 24-29 გრადუსია ნავარაუდევი. აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, შესაძლებელია სეტყვაც, ტემპერატურა ღამით 20-25 გრადუსი, დღისით 33-38 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება თბილისს, დედაქლაქში 22 ივლისს, დღე უმეტესად უნალექო იქნება. ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე გათბება.

ტეგები