16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს ბრალი წაუყენეს
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2019 19:04
16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს ბრალი წაუყენეს

თბილისში, დოლაბერიძის ქუჩაზე 16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე, სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს, შიშუ პალ ბურდაკს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

გამოძიების ინფორმაციით, კომპანია თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდა. 

შემთხვევა ობიექტზე 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს მოხდა. სამართალდამცველებმა სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ.  კი19 ივლისს დააკავეს.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, 21 ივლისს, 12.00 საათზე იმსჯელებენ.

ტეგები