არჩილ თალაკვაძე მერილენდში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი იმყოფებოდა
ამობეჭდვა · 21 / 07 / 2019 14:56
არჩილ თალაკვაძე მერილენდში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი მერილენდის შტატში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სტუმრობით დაასრულა. არჩილ თალაკვაძე წირვას, დელეგაციასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იღუმენია ემელიანმა და მონასტრის დებმა უმასპინძლეს.​