"დღეს საღამოს მხოლოდ იმის შემეშინდება, რომ როცა სტუდიაში მარტო შევალ, ცრემლმა არ დამამარცხოს"
ამობეჭდვა · 21 / 07 / 2019 15:24
"დღეს საღამოს მხოლოდ იმის შემეშინდება, რომ როცა სტუდიაში მარტო შევალ, ცრემლმა არ დამამარცხოს"

“მეგობრებო, დღე კვირის აქცენტები იქნება. უნდა ვაღიარო, რომ ეს იქნება ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე ეთერი - ეს გადაცემა ერთი წლის განმავლობაში მიმყავდა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩემთვის იდეისთვის თავგანწირული ბრძოლის საუკეთესო მაგალითი იყო, ვინც მაძლევდა იმის რწმენას, რომ ჩვენ თავისუფალი მედიისთვის დაწყებულ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანდით, ვისიც ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში მჯეროდა და მჯერა - დღეს ეს ადამიანი ჩემს გვედით აღარ იქნება, თუმცა მხოლოდ სტუდიაში. მაგრამ "კვირის აქცენტების" სტუდიაში ვიქნები მე, სანამ ამ გადაცემას არ დახურავენ - რადგან დღეს თავისუფალი მედიის დაცვის ფრონტის ხაზი ისევ რუსთავი 2-ზე გადის - მე არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბრძოლა, რამდენი დღე, კვირა, ან შესაძლოა თვეც - მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ის არის, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე ისე, როგორც ეს ნიკა გვარამიამ ამ 7 წლის განმავლობაში გვასწავლა. და რაც მთავარია, ვიბრძოლებთ მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ში დავმარცხდებით. დღეს საღამოს მხოლოდ იმის შემეშინდება, რომ როცა სტუდიაში მარტო შევალ, ცრემლმა არ დამამარცხოს, ისე როგორც მამარცხებს ახლა, ამ სტატუსის წერისას ნიკა გვარამია“, - ამის შესახებ ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე წერს.