თურქმენეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა - რუსული მედია
ამობეჭდვა · 21 / 07 / 2019 18:26
თურქმენეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა - რუსული მედია

რუსული მედიის ცნობით, თურქმენეთის პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუხამედოვი გარდაიცვალა.

ევრაზიულ საკითხებში მონიტორინგის ცენტრის დირექტორის, ასლან რუბაევის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მან თურქმენი ბიზნესმენებისგან გაიგო. 

ადგილობრივი ოპოზიციური "იუთუბის არხი" აცხადებს, რომ პრეზიდენტი 20 ივლისს გარდაიცვალა.

ოფიციალურად ინფორმაცია ამ დრომდე არ დასტურდება მომხდართან დაკავშირებით.