სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერთი კვირით ბუდაპეშტის ქუჩის მონაკვეთი დაიკეტება
ამობეჭდვა · 21 / 07 / 2019 19:01
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერთი კვირით ბუდაპეშტის ქუჩის მონაკვეთი დაიკეტება

სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ერთი კვირით ბუდაპეშტის ქუჩის მონაკვეთი (კანდელაკის ქუჩიდან ლისის ტბის მიმართულებით) დაიკეტება, – ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის.