რუსეთში თურქმენეთის საელჩო უარყოფს ინფორმაციას თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ
ამობეჭდვა · 21 / 07 / 2019 20:06
რუსეთში თურქმენეთის საელჩო უარყოფს ინფორმაციას თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ

რუსეთში თურქმენეთის საელჩო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის გარდაცვალების შესახებ. 

„ეს სიცრუეა. ეს ინფორმაცია კი არა, ფსევდოინფორმაციაა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადეს საელჩოში.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.