რუსი მილიარდერი და ბიზნესჯგუფი, რომელსაც "ბორჯომი", "ლიკანი", "ბაკურიანი" და "მიტარბი" ეკუთვნის
ამობეჭდვა · 21 / 07 / 2019 21:18
რუსი მილიარდერი და ბიზნესჯგუფი, რომელსაც "ბორჯომი", "ლიკანი", "ბაკურიანი" და "მიტარბი" ეკუთვნის

მიხაილ ფრიდმანი მსოფლიოს 79-ე და რუსეთის მეშვიდე უმდიდრესი მოქალაქეა. მან რუსეთის ერთ-ერთი პირველი ბანკი Alfa ჯერ კიდევ 1989 წლის ბოლოს დააფუძნეს. 2018 წელს ამ ბანკის წმინდა მოგებამ $1,3 მილიარდი შეადგინა, ხოლო თავად მიხაილ ფრიდმანის ქონება კი, $16,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

ფრიდმანის ძირითად აქტივს დღეს საინვესტიციო ჰოლდინგი Alfa Group-ი წარმოადგენს. ამ ჰოლდინგში 8 კომპანია და მათ შორის, თავად "ალფა ბანკიც" ერთიანდება. ამ რვა კომპანიიდან ერთი - არის IDS Borjomi International-ი. ჰოლდინგი IDS Borjomi International არის იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ეს შეიძლება საქართველოდან ჩანდეს, რადგანაც ის საკუთარ თავში აერთიანებს მინერალური და მტკნარი წყლის ჩამომსხმელ საწარმოებს უკრაინის კარპატებში (ქალაქ მირგოროდსა და მორშინში), რომელიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამს. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს. ამ წყლის ჩამოსხმა ქალაქ კოსტრომაში ხდება. 

"ბორჯომმა" საქართველოს დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში რამდენიმე ძირითადი მფლობელი გამოიცვალა. 1990-იან წლებში კომპანიის პრივატიზების შემდეგ მისი დამფუძნებელი პარტნიორი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე იყო, ამ პერიოდში "ბორჯომი" ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ ბიზნესად იქცა. 2000-იანი წლების დასაწყისში აქტივის მართვაში ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებული Salford Capital Partners-ი შევიდა. 2002 წელს დაფუძნდა კომპანია  IDS Borjomi International-ი. სწორედ ამ დროს მოხდა მმართველობით დონეზე "ბორჯომისა" და უკრაინული წყლის ჩამომსხმელი კომპანიების კონსოლიდაცია. 

2006 წელს კომპანიამ ბაზარზე ახალი ბრენდები - "ლიკანი", "მიტარბი" და "ბაკურიანი" წარადგინა. ამავე წელს, მინერალური წყლების მწარმოებლის მთავარი ბაზარი - რუსეთი დაიხურა. 

 

 

იხილეთ ვრცლად