იუსტიციის საბჭოში დღეს მოსამართლეობის სამ კანდიდატს მოუსმენენ
ამობეჭდვა · 22 / 07 / 2019 10:15
იუსტიციის საბჭოში დღეს მოსამართლეობის სამ კანდიდატს მოუსმენენ

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდება.

დღეს საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს:
მამუკა ვასაძეს,მაია ვაჩაძესა და თამარ ზამბახიძეს მოუსმენენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, დიმიტრი გვრიტიშვილი გასაუბრებების ნორმალურ რეჟიმში წარმართვას ვერ უზრუნველყოფს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პირველი მოსმენა 17 ივლისს გაიმართა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 50-კაციანი სიიდან ფარული კენჭისყრით, პარლამენტისთვის წარსადგენი მოსამართლეობის 20 კანდიდატი უნდა შეარჩიოს.