ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 22 / 07 / 2019 11:52
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი გარდაიცვალა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი იუკიია ამანო 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის საიტზე ვრცელდება.

იაპონელი დიპლომაყი იუკიია ამანო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 2009 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გაფორმდა ირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება.