ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
ამობეჭდვა · 22 / 07 / 2019 12:09
ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ავარიის დროს სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.