ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში 10 ადამიანი მოიწამლა
ამობეჭდვა · 22 / 07 / 2019 14:21
ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში 10 ადამიანი მოიწამლა

ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში 10 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 9 მცირეწლოვანია. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv.ge ავრცელებს.

ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ყველა მათგანს პირღებინება და თავის ტკივილი აღენიშნებოდა.

მედიკოსების ინფორმაციით, კვებითი ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, ხაჭაპურმა გამოიწვია. პაციენტებმა თქვეს, რომ ის კვერცხით იყო მომზადებული.

ათივე პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

''პაციენტების ნაწილი თავად მოვიდა, ნაწილი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა. მათ შორის 7 ბავშვი იყო, ერთი კი ზრდასრული. მათი მდგომარეობა საშუალო სირთულის იყო. ყველას პირველადი დახმარება გაეწია და გაწერილი იქნა ბინაზე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. როგორც პაციენტები და თანხმლები პირები ყვებოდნენ მიირთვეს ხაჭაპური, რომელიც კვერცხიანი იყო. ყველა მათგანი იმავე დღეს გავწერეთ. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს მიმღების ექიმმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეაგირების მიზნით, შემოწმდა სასტუმრო- მეგობრობას, კვების ბლოკი, სადაც აღნიშნული პირები ისვენებდნენ. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია საკვების ნიმუშები, შედეგები მომავალ კვირას გახდება ცნობილი.