ზაზა გაბუნია: ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თანხების ათვისების თვალსაზრისით წელი სწორი პოლიტიკით დაიწყო და ეს 6 თვის თავზეც ჩანს
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2019 12:01
ზაზა გაბუნია: ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თანხების ათვისების თვალსაზრისით წელი სწორი პოლიტიკით დაიწყო და ეს 6 თვის თავზეც ჩანს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, კაპიტალური სამუშაოების თანხის ათვისების თვალსაზრისით, წელი სწორი პოლიტიკით დაიწყო და ეს ჩანს 6 თვის თავზეც, როცა გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული.

ზაზა გაბუნია: “რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 6 თვის განმავლობაში, 673 მილიონი ლარი დახარჯა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ დაახლოებით 183 მილიონი ლარით მეტის ათვისება მოახერხა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეს სამინისტროს საქმიანობის ერთი მიმართულებაა და მხოლოდ ამ მიმართულებით იგი 400 მილიონი ლარის 6700 პროექტს მართავს. ამ ოდენობის თანხა და ამ რაოდენობის პროექტი სამინისტროს არსებობის მანძილზე არ ათვისებულა/განხორციელებულა და ეს მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დანერგილმა სისტემურმა ცვლილებებმა განაპირობა.”

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, უკვე ნათელია, რომ ის ამბიციური გეგმა, რომელიც წლის დასაწყისში რეგიონული განვითარების თვალსაზრისით ხელისუფლებას ჰქონდა, ეფექტურად სრულდება.

ზაზა გაბუნია იმედს გამოთქვამს, რომ წლის ბოლოსაც ეფექტურობის ასეთი მაღალი მაჩვენებლები იქნება.



 

ტეგები