დღეს, 23 ივლისს, თბილისის საკრებულო მაინც ამტკიცებს ყოფილი რაგბის კავშირის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმას, რასაც ბიძინა გეგიძე ეწინააღმდეგება
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2019 13:50
დღეს, 23 ივლისს, თბილისის საკრებულო მაინც ამტკიცებს ყოფილი რაგბის კავშირის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმას, რასაც ბიძინა გეგიძე ეწინააღმდეგება

დღეს, 23 ივლისს, 13 საათზე, ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა, ხოლო 16.00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომლებზეც განსახილველად გადის შემდეგი საკითხი - ქალაქ თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირის დუბლ-საპროექტო გზასა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობა "ვაკე-94"-ის ტერიტორიას შორის, (ნაკვეთი 05/139) მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.14.005.197) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-03191798-03 28.06.2019).

აღნიშნული ნიშნავს, რომ ყოფილი რაგბის კავშირის ტერიტორიაზე, რომელზეც განსაზღვრული იყო რაგბის სტადიონის მშენებლობა, აშენდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი.

ხსენებულ სხდომას დაესწრება ბიძინა გეგიძე, რომელიც ეწინააღმდეგება ყოფილი რაგბის კავშირის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახს კორპუსის მშენებლობას.

 

ტეგები