გიორგი ვოლსკი: ბრალდებებით, ცრუპენტელობით და ტყუილებით სახელმწიფოს მიმართ არის სერიოზული სტრატეგიული ომი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2019 15:11
გიორგი ვოლსკი: ბრალდებებით, ცრუპენტელობით და ტყუილებით სახელმწიფოს მიმართ არის სერიოზული სტრატეგიული ომი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან

„ნაცმოძრაობა საერთოდ არის, „მაოხრებელი გზირი“. გინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, გინდ საზოგადო თუ კერძო პირების ცხოვრების ჩანაწერების თვალსაზრისით, გინდა სამხედრო თვალსაზრისით, გინდა პოლიტიკური თვალსაზრისით. თუ რამე ჩვენს სახელმწიფოს ჭირს დღეს პრობლემა, მნიშვნელოვანწილად, არ ვამბობ, რომ მთავრობა არ უშვებს შეცდომებს, მორალურ შეცდომებზე აღარ არის ლაპარაკი. მორალური დივერსია ეკა ბესელიას წინააღმდეგ განახორციელეს იმათმა, ვინც ჩაიწერა ეს 2012 წლის მაისში და ეს მანაც კარგად იცის“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „TV 1”-ის ეთერში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკოსი უფრო სიღრმისეულად უნდა ხედავდეს თუ ვინ და რომელი მხარე უფრო დააზიანა ამ კადრებმა. მისივე თქმით, დაზიანებული გამოვიდა სახელმწიფო და ეს კეთდება იმისთვის, რომ დამაზიანებელი განცხადებები კეთდებოდეს ხელისუფლების მისამართით.

„თუ ეკა ბესელია თვლის, რომ ამ კადრებმა თვითონ მეტად დააზიანა, მე არ ვთვლი. თვითონ უფრო მეტი პოზიტიური განწყობა მიიღო საზოგადოებისაგან, ვიდრე ეს გუშინ და გუშინწინ ქონდა. მით უმეტეს, თუ ეგეთი ბრალდებებით, ცრუპენტელობით და ტყუილებით სახელმწიფოს მიმართ არის სერიოზული სტრატეგიული ომი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. თუ მაია ცქიტიშვილი ამბობს დამღლელია, მე სხვა სიტყვით ვიტყვი, რომ არ არის საჭირო. ეს ბევრ ადამიანს აყენებს კიდევ ტკივილს, მათ შორის, მისი ოჯახის წევრებს. განწყობა საზოგადოების მის მიმართ, ამ ასპექტში, რასაც ქვია მორალური მხარდაჭერა, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის, არ არის ორაზროვანი. მით უმეტეს თუ დაიჭირეს, მით უმეტეს, თუ ბევრია დაკავებული გავრცელებისათვის და მითუმეტეს ძალიან კარგად იცის ქალბატონმა ეკამ ვის აწყობს ეს.

მაოხრებელი გზირი უნდა დავარქვათ იმ ძალას, რომელიც ამას იღებდა და რომელიც დღეს ამას აწყობს იმისათვის, რათა ასეთი დამაზიანებელი განცხადებები კეთდებოდეს ხელისუფლების მისამართით“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.




 

ტეგები