გიორგი ვოლსკი: თუ კითხვები არსებობს, მედიის საშუალებით დასვან და არსებობს სამართლებრივი სივრცე სადაც უნდა იბრძოლონ ამ საკითხებთან მიმართებაში
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2019 16:23
გიორგი ვოლსკი: თუ კითხვები არსებობს, მედიის საშუალებით დასვან და არსებობს სამართლებრივი სივრცე სადაც უნდა იბრძოლონ ამ საკითხებთან მიმართებაში

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ტელეკომპანია „ ტვ 1“-ის ეთერში, „რუსთავი 2“ - ის დამფუძნებლების, დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

გიორგი ვოლსკის თქმით, გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც ცდილობენ, რაღაც სარგებელი მიიღონ პროცესებისაგან.

„მე კომპეტენტური არ ვარ რა სახის მასალები დევს და რამდენად სრულად არის ეს საქმე წარმოებული თუ საბოლოოდ დამთავრებული და შეკრული. მე უბრალოდ უზნეობას ვუსვამ ხაზს ამ თემასთან და ყველა თემასთან დაკავშირებით, ვისაც გაურკვეველი პოზიცია აქვს და თვლის, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის სახელს დაასახელებს, მეტ ყურადღებას მიიქცევს და შეიძლება სარგებელიც მეტი ნახოს. არ არის სწორი. არ შეიძლება ასე მსჯელობა. თუკი რამე კითხვები არსებობს., მედიის საშუალებით დასვან და არსებობს სამართლებრივი სივრცე სადაც უნდა იბრძოლონ ამ საკითხებთან მიმართებაში. მით უმეტეს არავინ არ იჭერს, ქონებას არავინ უწვამს, არავინ აწამებს, არავინ ამცირებს და ფიზიკურ და მორალურ ზეგავლენას არავინ ახდენს“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ტეგები