რუსეთში კარვების ბანაკში ხანძრის შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2019 16:43
რუსეთში კარვების ბანაკში ხანძრის შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში, კარვების საბავშვო ბანაკში ხანძრის გაჩენის შედეგად უ ბავშვი დაიღუპა. გარდა ამისა, დაშავებულია 5 ზრდასრული და 3 მოზარდი. ბანაკში ჯამში 189 ბავშვი იმყოფებოდა.

ხანძარი ბანაკში წუხელ გაჩნდა, რის შედეგადაც 20 კარავი დაიწვა. ხანძრის გამომწვვეი სავარაუდო მიზეზი გამათბობელი გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველებმა ბანაკის დირექტორი დააკავეს. 


 

ტეგები