ფოთის სანაპირო ზოლზე შტორმის გამო, ბანაობა აკრძალულია
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2019 17:29
ფოთის სანაპირო ზოლზე შტორმის გამო, ბანაობა აკრძალულია

ფოთის სანაპირო ზოლზე  უკვე მეხუთე დღეა, წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ზღვაზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება და წინასწარი მონაცემებით, საშტორმო მდგომარეობა 25 ივლისამდე შენარჩუნდება.

 

ტეგები