პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთის ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2019 18:01
პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტერ მიკისკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების შესახებ ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემო და ჩეხი ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობები განიხილეს. ელჩის თქმით, მის ქვეყანაში საქართველოს მიმართ დაინტერესება იზრდება, რასაც ჩეხი ტურისტების რაოდენობის მზარდი დინამიკაც ადასტურებს.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

ტეგები