"რუსთავი 2"-ის პროდიუსერები და ჟურნალისტები პიტბულებივით არიან...ოცნებას კი შერჩება ხელში ლოგოიანი თხლე" - ალეკო ელისაშვილი
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2019 19:21
"რუსთავი 2"-ის პროდიუსერები და ჟურნალისტები პიტბულებივით არიან...ოცნებას კი შერჩება ხელში ლოგოიანი თხლე" - ალეკო ელისაშვილი

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: 

"რა სევდიანი საყურებლები არიან ოცნების ე.წ. ლიდერები: რუსთავი 2-ის ჯიბეში ჩადებით რომ ჰგონიათ დიდი საქმე გააკეთეს და წელში გაიმართნენ. ჯერ ერთი რუსთავი 2-ის პროდიუსერები და ჟურნალისტები ძალიან მოტივირებული ხალხია, ბოდიში მათთან მაგრამ პიტბულებივით არიან - გადაჯგუფდებიან ახლა სხვა არხზე და ორმაგი შემართებით შეუტევენ გაზულუქებულ მთავრობას. ოცნებას კი შერჩება ხელში რუსთავი2-ის ლოგოიანი თხლე. მერე მეორე და უფრო მთავარი - ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა სიღატაკეა, უმუშევრობა, უკიდეგანო გაჭირვება. ჰოდა, შვიდი წელია ივანიშვილს ფეხებზე კიდია ეს ქვეყანა და მისი კიდევ უფრო გაღატაკება და ეხლა აუჩუყდება გული? ჰოდა, რაც არ უნდა ტინგიცი მოაწყოთ სახელმისუფლებო არხებზე სიღატაკე არ გადაიფარება. ასე რომ ოცნების და ივანიშვილის წამზომი ძალიან ხმამაღლაა უკვე ჩართული", - წერს ელისაშვილი.

ტეგები