რუსი მოკრივე ორთაბრძოლაში მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2019 19:35
რუსი მოკრივე ორთაბრძოლაში მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა

28 წლის რუსი მოკრივე, მაქსიმ დადაშევი რინგზე მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სპორტსმენი აშშ-ში 20 ივლისს მატიას სუბრიელთან გამართულ ორთაბრძოლაში სერიოზულად დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დადაშევს გულმა ვერ გაუძლო. მანამდე, მას თავის ტვინზე ოპერაცია გაუკეთსე, რის შემდეგაც ის მედიკამენტოზურ კომაში იმყოფებოდა.

 

 

ტეგები