ვოგმა ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექციები დაასახელა, მათ შორის დემნა გვასალია
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2019 22:35
ვოგმა ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექციები დაასახელა, მათ შორის დემნა გვასალია

ვოგმა ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექციები დაასახელა, მათ შორის დემნა გვასალია, - ამის შესახებ ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ოფიციალური ფეისბუქ გვერდი აცხადებს.

"დემნას ფოტო LVMH Prize - ს კონკურსიდან. კონკურსის მიზანი ახალი ბრენდების ხელშეწყობაა. ვეტმანის დაარსებიდან რამდენიმე თვეში, დემნამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში, მაგრამ ჟიურიმ 300.000 ევროს ჩეკით და ექსპერტების გუნდის მხარდაჭერით 2 სხვა ბრენდი დააფინანსა: ჟაკქომუსი და მარკეზ ალმეიდა. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: კარლ ლაგერფელდი, ნიკოლა გესკიერი, ფიბი ფაილო, მარკ ჯეიკობსი. კონკურსიდან 2 წლის შემდეგ, 2016 წელს, WWD -ს ცნობით, ვეტმანის წლიური შემოსავალი 100 მილიონი ევრო იყო, ხოლო ჟაკქომუსის და მარკეზ ალმეიდასი- 5 მილიონი, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის გასაძლიერებლად ფულიც და ექსპერტების გუნდის მხარდაჭერაც მათ მიიღეს და არა დემნამ. 4 დღის წინ, ვოგმა ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექციები დაასახელა, მათ შორის კარლ ლაგერფელდის, ნიკოლა გესკიერის, ფიბი ფაილოს და მარკ ჯეიკობსის კოლექციებიც, მაგრამ ჩამონათვალში მხოლოდ ერთი დიზაინერია 2 კოლექციით და ეს დიზაინერი დემნა გვასალიაა", - წერია დემნა გვასალიას ფესიბუქ გვერდზე.

ტეგები