"ქართულ სასამართლოებში გამოტანილი გადაწყვეტილება დაადასტურა ყველაზე მაღალმა ინსტანციამ - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ"
ამობეჭდვა · 24 / 07 / 2019 10:27
"ქართულ სასამართლოებში გამოტანილი გადაწყვეტილება დაადასტურა ყველაზე მაღალმა ინსტანციამ -  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ"

„მიხეილ სააკაშვილის „წყალობით“  რუსთავი 2-მა ბევრი ქარტეხილი გამოიარა. სამაუწყებლო  კომპანიამ ოცზე მეტი მფლობელი გამოიცვალა. ერთ-ერთმა მათგანმა  იდავა სასამართლოში, მოიგო საქართველოში სამივე ინსტანცია და შემდგომ, ქართულ სასამართლოებში გამოტანილი გადაწყვეტილება დაადასტურა ყველაზე მაღალმა ინსტანციამ,  ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე სასამართლომ მთელი ევროპის მასშტაბით -  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, არსებული რეალობა და მოცემულობა არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ვინ არის რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელი  გამომდინარე იქედან რა მასალები, რა დოკუმენტები და რა მტკიცებულებებიც არსებობს.