ანა დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ჩუსტები მიიტანა
ამობეჭდვა · 24 / 07 / 2019 10:41
ანა დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ჩუსტები მიიტანა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ლევან თევზაძესთან გასაუბრების დაწყების წინ, ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა.

მისი განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოში გვიანობამდე მიმდინარეობს გასაუბრება, კანდიდატებს უნდა შეექმნათ კომფორტი. 

„ჩემი კეთილი ნების გამოხატვით, მინდა, გადავცე ეს საშუალება იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში თავი იგრძნონ, როგორც სახლში. სავარაუდოდ, მათ შაბათ-კვირასაც დასჭირდებათ გასაუბრება. მგონი, ის პირობა მაინც უნდა შევუქმნათ, ადამიანი ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში, კომფორტულად მოვიდეს აქ და რამდენიმე საათი გესაუბროთ. ზოგადად, უნივერსალური ვიყიდე, ქალებისთვისაც არის და კაცებისთვისაც“, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის განცხადებას რეპლიკით გამოეხმაურა საბჭოს წევრი ვასილ მშვენიერაძე.

„უკაცრავად, მაგრამ ზომები იციდით?! მე,მაგალითად 44 ზომას ვიცვამ“, – მიმართა რეპლიკით მშვენიერაძემ.