მგზავრობა შესაძლოა 1 ლარი გახდეს
ამობეჭდვა · 24 / 07 / 2019 10:55
მგზავრობა შესაძლოა 1 ლარი გახდეს

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე იყოს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.

თუმცა, როგორც აბესაძემ აღნიშნა, შემოვა ერთიანი გადახდის სისტემა და ერთი გადახდით მგზავრი საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს. მისივე განმარტებით, მგზავრობის ერთიან სისტემაში სამარშრუტო ტაქსებიც ჩაერთვებიან.

 

 

იხილეთ ვრცლად