ნაძალადევის რაიონში ველისციხის ქუჩის კაპიტალური შეკეთება სრულდება
ამობეჭდვა · 25 / 07 / 2019 15:16
ნაძალადევის რაიონში ველისციხის ქუჩის კაპიტალური შეკეთება სრულდება

ნაძალადევის რაიონში ველისციხის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი ორი კედელი აშენდა, მოეწყო სანიაღვრე არხი, კიუვეტი, ბორდიური და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალდევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა გაბუნიასთან ერთად გაეცნო.
„რაიონის მასშტაბით აქტიურად ვაგრძელებთ ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას. ველისციხის ქუჩაზე ახალი დასახლებაა და აღნიშნულ ნაწილზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. მოსახლეობას უჭირდა გრუნტიან გზაზე გადაადგილება. საჭირო გახდა 54-მეტრიანი საყრდენი კედლის მოწყობა. ასევე, ავაშენეთ კიდევ ერთი მცირე ზომის კედელი. მოვაწყეთ სანიაღვრე ქსელი და მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 280 278 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.