„თბილისის ცის ქვეშ“ - პროექტის ფარგლებში გიო ცინცაძის კინომუსიკის საღამო გაიმართა
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2019 10:14
„თბილისის ცის ქვეშ“ - პროექტის ფარგლებში გიო ცინცაძის კინომუსიკის საღამო გაიმართა

დედაქალაქის მერიის ინიციატივითა და „არტაერას“ ორგანიზებით პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ამაღლების ქუჩაზე, თბილისური ეზოს ფორმატში გიო ცინცაძის კინომუსიკის საღამო გაიმართა.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია სტუმართან, ერევნის მერის მოადგილე ტიგრან ვირაბიანთან ერთად დაესწრო.

მსმენელის წინაშე ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ორკესტრი - „კამერატა“ და ვოკალისტი ნინო ჩაჩუა წარდგნენ.
ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი გახლდათ ლევან გოცირიძე, ხოლო მთხრობელები - კახა თოლორდავა, ინეკე სმიტსი და ქეთი მაჭავარიანი.

გიო ცინცაძე 60-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის მუსიკის ავტორია. მას არაერთ რეჟისორთან უმუშავია.
გიო ცინცაძის შემოქმედების ძირითადი ნაწილი მხოლოდ ციფრული ვერსიის სახით არსებობდა. სპეციალურად „თბილისური ეზოსთვის“ შეიქმნა რამდენიმე ნაწარმოების პარტიტურა, რომელიც ცოცხლად პირველად შესრულდა.

ტეგები