ნინო ლომჯარია: მივმართავ, მამუკა ხაზარაძესა და მის ადვოკატებს, მოგვაწოდონ საქმის მასალები, რათა მეტი ინფორმაციის მიღება შევძლოთ
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2019 16:32
ნინო ლომჯარია: მივმართავ, მამუკა ხაზარაძესა და მის ადვოკატებს, მოგვაწოდონ საქმის მასალები, რათა მეტი ინფორმაციის მიღება შევძლოთ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესა და მის ადვოკატებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ მის აპარატთან და მიაწოდონ საქმის მასალები. ამის შესახებ 1TV.GE წერს.

ომბუდსმენის თქმით, „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით ის შეხვდა როგორც ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ხელმძღვანელობას და ორივე მხარის არგუმენტები აქვთ მოსმენილი.

„როგორც მახსოვს, საქმეში მთავარი პრეტენზია ეროვნულ ბანკს ხაზარაძის მიმართ, რომ ტრანზაქციების დროს ადგილი ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევას და მაშინ საუბარი არ ყოფილა ბანკის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებებზე. რა თქმა უნდა, დავინტერესდები, რამდენად ჩანს ამ სავარაუდოდ, ინტერესთა კონფლიქტში დანაშაულის ნიშნები, რაც ეხება ფულის გათეთრებას თუ არარეგალური შემოსავლების მიღებას და რამდენად არის მტკიცებულებები, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო მძიმე დანაშული, რასთან მიმართებაშიც აქვთ წარდგენილი ბრალი.

ნამდვილად აღძრავს ეს საქმე შეკითხვებს; რატომ დღეს როდესაც ეს ტრანზაქცია განხორციელდა 11 წლის წინ, საიდან დაიწყო და პრინციპში ვიცით, ვისი მოთხოვნითაც დაიწყო მოკვლევა ამ საქმესთან დაკავშირებით. თავდაპირველად ეს იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახური, თუმცა საიდან გახდა მათთვის ცნობილი, ან რატომ დაინტერესდნენ 10 წლის შემდეგ ამ ტრანზაქციით, ეს მე როგორც საზოგადოების ნაწილს, მაინტერესებს. ხომ არ უკავშირდება ეს ხაზარაძის მიერ ირიბად გაცხადებულ პოლიტიკურ ამბიციებს. მივმართავ ხაზარაძესა და მის ადვოკატებს, ითანამშრომლონ ჩვენთან და მოგვაწოდონ საქმის მასალები, რათა უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შევძლოთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ტეგები