დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2019 17:30
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი, სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე იწყება და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის.

გზის კეთილმოწყობა მომლოცველებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების ღირებულება 6 079 673 ლარია.

ტეგები