რუსმა სადაზღვევო აგენტებმა საქართველო დასვენებისთვის უსაფრთხო ქვეყნად დაასახელეს
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2019 19:04
რუსმა სადაზღვევო აგენტებმა საქართველო დასვენებისთვის უსაფრთხო ქვეყნად დაასახელეს

ყველაზე ხშირად რუსი ტურისტი ბავშვები ბულგარეთში ხვდებიან ცუდად, საქართველო კი ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. კვლევა რუსულმა სადაზღვევო კომპანიამ ჩაატარა. ამის შესახებ  "იმედინიუსი" წერს.

კომპანიამ გაანალიზა 2017-2018 წლებში დაზღვევის მქონე ბავშვების მშობლების მიმართვიანობა სამედიცინო დახმარებისთვის.

ანტირეიტინგის პირველ ადგილზე ბულგარეთი აღმოჩნდა, სადაც ტურისტად მყოფი ბავშვები 8-დან 17 წლამდე ყველაზე ხშირად ხდებიან ავად. მეორე ადგილზე თურქეთია, სამეულს კი ესპანეთი ასრულებს. ანტირეიტინგში შემდეგ მოდის კვიპროსი და ტაილანდი.

მიღებული მონაცემების გაანალიზებით, სადაზღვევო კომპანიამ განაცხადა, რომ საქართველოსა და ინდონეზიაში ტურისტად ჩასული ბავშვები ყველაზე იშვიათად ხდებიან ავად. სიაში ასევე არიან ისრაელი, ავსტრია და საფრანგეთი.

8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის გამო 3 მილიარდი რუბლის (47 266 00 დოლარი) ზარალს ელოდებიან. 

ტეგები