"უნდა ვუთხრა ივანიშვილს და მის „შნირებს“, ქურდობამ იცის ეკონომიკის გაჩერება და ლარის კურსის ვარდნა" - სააკაშვილი
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2019 19:18
"უნდა ვუთხრა ივანიშვილს და მის „შნირებს“, ქურდობამ იცის ეკონომიკის გაჩერება და ლარის კურსის ვარდნა" - სააკაშვილი

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომელმაც ლარის კურსის ვარდნა ოპოზიციის და ანტისაოკუპაციო აქციებს დაუკავშირა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ თურმე ლარის გაუფასურება არის მიტინგების და ოპოზიციის აქტიურობის დამსახურება. კი მაგრამ, ჩემს დროს ეკონომიკა რომ გაიზარდა 4-ჯერ, მაშინ, როცა სულ გვარყევდნენ, სულ არეულობა იყო, მათ შორის, სამხედრო გადატრიალების მცდელობა ერთი ორჯერ და მაინც ვიზრდებოდით, მაინც სწრაფად ვითარდებოდით. უნდა ვუთხრა ივანიშვილს და მის „შნირებს“, ქურდობამ იცის ეკონომიკის გაჩერება და ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა, ქურდობამ და თქვენ ხართ ქურდები და ქურდები უნდა მოშორდეთ, მოშორდეთ. თქვენისთანა დიდი ქურდების ადგილი არის ციხეში", - განაცხადა სააკაშვილმა.

ტეგები