მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი დააკავეს
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2019 19:53
მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი დააკავეს

შსს-ს მიერ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული 2 პირიდან, ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილია. ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ წუთას შემატყობინეს, ჩემი ალალი ძმისშვილი, რომელიც მყავს ჩემი უდანაშაულოდ მძინარე საწოლში მოკლული თემირლანის ადგილას, ამ ბოროტი სისტემის მიერ იქნა დაკავებული. ედავებიან 225 მეორე ნაწილს. ძალიან ცუდად იქცევით დღევანდელი ნაძირალა სისტემა“, - წერს მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 2 პირი დააკავა. ამის შესახებ საუბარია შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

.interpressnews.ge

ტეგები