მამუკა ხაზარაძე: გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა ძალიან მალე დაინგრევა, ყველა გონს მოეგოს
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2019 20:12
მამუკა ხაზარაძე:  გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა ძალიან მალე დაინგრევა, ყველა გონს მოეგოს

გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე, ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ის ბრძოლას გააგრძელებს მეგობრებთან ერთად, რადგან ის ჭაობი შეიცვალოს, რაშიც ქვეყანაა.

„ვისაც არ უნდა რუსული ორიენტაცია, ვინც ებრძვის ოკუპაციას და ვისაც უნდა, რომ საქართველო შედგეს წარმატებულ ქვეყნად, კლანურ და ნეპოტისტურ მმართველობას არ ჰქონდეს ადგილი, დღეს ვართ სიტუაციაში, როცა ერთი პირი მართავს ქვეყანას, ინსტიტუციების გარეშე, ეს პირი იცით, ვინც არის, ეს არის დირიჟორი ამ ქვეყნის, რომელსაც ჰყავს უცოდინარი შემსრულებლები. გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. მათგან განსხვავებით, მე პირადი ბოღმა კი არ მაქვს ჩადებული, მე ბრძოლას გავაგრძელებ, რომ ეს ჭაობი შეიცვალოს.

ეს სისტემა, გარანტიას გაძლევთ, დაინგრევა ძალიან მალე. ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს. ყველას გპირდებით, რომ ეს დამთავრდება ამ ქვეყანაში და ის მოტყუებული ხალხი, რომელმაც ვიფიქრეთ, რომ 2012 წელს ქვეყანაში რაღაც შეიძლება, მივიღეთ აბსოლუტური უკიდურესობა. ეს დამთავრდება... კარგად დავინახე, რა ჭაობშია ქვეყანა. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ყოველთვის ვცდილობდი, არ მეთქვა ის, რაც გულში მქონდა," - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 700-700 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის მილიონ-მილონ ლარიან გირაოს ითხოვდა. 

ტეგები