გავაგრძელებ ივანიშვილის ხელისუფლების ნგრევას - ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2019 20:42
გავაგრძელებ ივანიშვილის ხელისუფლების ნგრევას - ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც გუშინ დააკავეს, დღეს საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა. მისი გზავნილი პოლიციის მთავარი სამმართველოდან მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა გაახმოვანა. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

„ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც „რუსთავი 2“ -ს და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩერებს“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს.

ირაკლი ოქრუაშვილი

ტეგები