ახალქალაქში ინტერპოლის მიერ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
ამობეჭდვა · 28 / 07 / 2019 14:16
ახალქალაქში ინტერპოლის მიერ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,
ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს.

1989 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე - თ. გ. განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2015 წლიდან იძებნებოდა.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ტეგები