"მე მოვკალი საკუთარი შვილები" - მანქანაში ჩატოვებული ტყუპები მამას გარდაცვლილი დახვდა
ამობეჭდვა · 28 / 07 / 2019 14:27
 "მე მოვკალი საკუთარი შვილები" - მანქანაში ჩატოვებული ტყუპები მამას გარდაცვლილი დახვდა

აშშ-ის ქალაქ როკლენდში, ერთ წლამდე ტყუპები მას შემდეგ გარდაიცვალნენ, რაც მამამ ისინი სიცხეში მდგარ მანქანაში 8 საათის განმავლობაში ჩაკეტა. ინფორმაციას "ნიუ-იორკ პოსტი" ავრცელებს.

39 წლის ხუან როდრიგესს საკუთარი შვილების მკვლელობაში ედება ბრალი. ბრალდებულის განმარტებით, როდესაც საავადმყოფოს ტერიტორიაზე დატოვა მანქანა, სადაც ის მუშაობს, მან არ იცოდა, თუ ტყუპები მანქანაში იმყოფებოდნენ.

"ვფიქრობდი, რომ ისინი საბავშვო ბაღში დავტოვე სამსახურში მისვლამდე. გავითიშე...ჩემი შვილები მკვდარია, მე მოვკალი საკუთარი შვილები", - ციტირებს გამოცემა.

გამოცემის ცნობითვე, შაბათს როდრიგესი სასამართლოს წინაშე წარსდგა. ის 100 ათასი დოლარის გირაოთი გაათავისუფლეს.

 

ტეგები