რუსმა პატიმარმა საბერძნეთში ქართველი ცემით მოკლა
ამობეჭდვა · 28 / 07 / 2019 16:04
რუსმა პატიმარმა საბერძნეთში ქართველი ცემით მოკლა

საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს ციხის ადმინისტრაციამ დაუდასტურა, რომ ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი ცემით მოკლა. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

მომხდარი ფაქტის გამო მიმდინარეობს გამოძიება. ამავე ცნობით, დამნაშავემ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

ბერძნული მედიის ცნობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთმანეთს რუსი და ქართველი პატიმრები დაუპირისპირდნენ და 43 წლის რუსმა 35 წლის ქართველი ცემით მოკლა. ციხის ხელმძღვანელობის ცნობით, ისინი თანასაკნელები იყვნენ.

საქართველოს მოქალაქე ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს. მათი თქმით, თავისა და კისრის არეში მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ორივე პატიმარი სასჯელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა, თუმცა, მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ტეგები