ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია
ამობეჭდვა · 28 / 07 / 2019 16:46
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა ამით ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.

ფინალში ბასილაშვილი რუს მეტოქეს, ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდა და მას სამ სეტში ანგარიშით 7:5, 4:6, 6:3 სძლია.

ცნობისთვის, ჰამბურგის ტურნირის საპრიზო ფონდი 1,8 მილიონი ევროა. გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულასაც მიიღებს.

ტეგები