2019 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, მშენებლობის 4991 ნებართვაა გაცემული
ამობეჭდვა · 30 / 07 / 2019 13:18
2019 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით,  მშენებლობის 4991 ნებართვაა გაცემული

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4991 ნებართვა, 3520,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნებართვების 71,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 11,1 პროცენტი – აჭარის რეგიონზე ნაწილდება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
სულ, 2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1370,6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 47,6 პროცენტით მეტი) 1236 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 6,3 პროცენტით მეტი).

ტეგები