„ფორმულა კრეატივი” ახალი ტელევიზიის გახსნას გეგმავს
ამობეჭდვა · 30 / 07 / 2019 13:48
„ფორმულა კრეატივი” ახალი ტელევიზიის გახსნას გეგმავს

„ფორმულა კრეატივი” საინფორმაციო-პოლიტიკური ტელევიზიის გახსნისთვის ემზადება.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ტელეკომპანიას კავშირი არ ექნება ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ ტელევიზიასთან. მასზე, ძირითადად, საინფორმაციო და პოლიტიკური შინაარსის გადაცემები გავა.

“ფორმულა კრეატივი” ტელეგადაცემებს ამ დრომდე “რუსთავი 2”-სთვის ამზადებს. მათ შორისაა სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”. აღიშნული კომპანია ასევე არის ინტერნეტ გამოცემა On.ge-ს მეწილე. “ფორმულა კრეატივი” მართავს ტელეარხ “მესამესაც” თუმცა ამ არხის ქონება და სიხშირე “რუსთავი 2-ის” საკუთრებაა.

“ფორმულა კრეატივის” დირექტორი, მიშა მშვილდაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს” აღნიშნულ ცნობას.

ტეგები