დავით გარეჯის საკითხზე ექსპერტების პირველი შეხვედრა 19-23 აგვისტოს გაიმართება,
ამობეჭდვა · 30 / 07 / 2019 14:58
დავით გარეჯის საკითხზე ექსპერტების პირველი შეხვედრა 19-23 აგვისტოს გაიმართება,

დავით გარეჯის საკითხზე ექსპერტების პირველი შეხვედრა 19-23 აგვისტოს გაიმართება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიების პირველი შეხვედრა გაიმართა ბაქოში მიმდინარე წლის 23-24 მაისს. შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ კომისიის ექსპერტები ჩაატარებდნენ გარკვეულ სამუშაოებს ადგილზე. აღნიშნული პერიოდში მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა აზერბაიჯანულ მხარესთან ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალების დაზუსტების მიზნით. გარკვეული შიდა სამუშაოების ჩატარების შემდგომ მიმდინარე წლის 19-23 აგვისტოს პერიოდში დაგეგმილია ექსპერტების პირველი შეხვედრები“,- განაცხადა დარსალიამ.

მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები აქტიურად თანამშრომლობენ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით.

ტეგები