თბილისი 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება
ამობეჭდვა · 30 / 07 / 2019 22:29
 თბილისი 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქი სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს ღირსეულად უმასპინძლოს.
როგორც მერმა „ევრობასკეტი 2021“-ის მასპინძლობის უფლების მოპოვებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დიდი სპორტული მოვლენა საქართველოში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციას, ისე სპორტის განვითარებას.

„მე, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, მინდა, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, რადგან მე გამოცდილი მაქვს, რას ნიშნავს, იყო სპორტსმენი, რამდენი შრომაა საჭირო წარმატების მისაღწევად, მაგრამ ერთია მონდომება და თავდაუზოგავი შრომა, თუმცა აუცილებელია გქონდეს ინფრასტრუქტურა და ხელშეწყობა. ჩვენი სახელმწიფო დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა სპორტის განვითარებას, პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელი შევუწყოთ. ამის მაგალითია ქვეყანაში განხორციელებული უამრავი პროექტი. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2021 წლისთვის დედაქალაქში 15 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სპორტის სასახლე აშენდება“, -განაცხადა კახა კალაძემ

ტეგები