ბათუმში, სანაპიროზე 3 ახალგაზრდა დაჭრეს
ამობეჭდვა · 31 / 07 / 2019 11:25
ბათუმში, სანაპიროზე 3 ახალგაზრდა დაჭრეს

ბათუმში, სანაპიროზე 3 ახალგაზრდა დაჭრეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდები ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პირველადი ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდას ფეხისა და ხელის, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში ჭრილობები აღენიშნებათ.

შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ტეგები