საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 31 / 07 / 2019 13:37
საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში, კუნძულ კრეტას სანაპიროსთან მაგნიტუდით 5.0 მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

მიწისქვეშა  ბიძგები ადგილობრივი დროით 07:40 საათზე, 80 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

კრეტის ქალაქ ჰერკლიონთან ახლოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

ტეგები