მეტრო პირველ აგვისტოს 00:00 საათამდე იმუშავებს
ამობეჭდვა · 31 / 07 / 2019 14:50
მეტრო პირველ აგვისტოს 00:00 საათამდე იმუშავებს

თბილისის მთავრობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, პირველ აგვისტოს მეტროპოლიტენის მუშაობას 23:00 საათიდან 00:00 საათამდე გაახანგრძლივებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პირველ აგვისტოს უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" შორის, დინამო არენაზე, 21:00 საათზე გაიმართება.

მერიის განცხადებით, მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბანში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნება.

ტეგები