ზაზა გაბუნია რეგიონების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
ამობეჭდვა · 31 / 07 / 2019 17:03
ზაზა გაბუნია რეგიონების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია დღეს რეგიონების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. ისინი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მდგრადი განვითარება“ შედეგად შეირჩა საქართველოს რეგიონებში და დაინტერესებული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებით, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვასა და დიალოგის წარმართვაში.

ზაზა გაბუნიამ თვითმმართველობის როგორც მმართველობითი სისტემის შესახებ ისტორიული ექსკურსი გააკეთა, ისაუბრა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის როლზე რეგიონების განვითარების საქმეში, დეცენტრალიზაციის რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე. უპასუხა ახალგაზრდების შეკითხვებს.

ზაზა გაბუნია - „მახარებს, რომ არა მხოლოდ პროფესიული წრეების წარმომადგენლებს, არამედ ჩვენი ქვეყნის ასეთ ახალგაზრდა მოქალაქეებს აინტერესებთ ეს არც თუ ისე მარტივი საკითხები, რაც რეგიონების განვითარებას და დეცენტრალიზაციის რეფორმას შეეხება. როგორც კი ჩახედავთ ამ საკითხს რა ღირებულება აქვს ზოგადად, მიხვდებით, რომ ეს რეფორმა ეხება ყველა მოქალაქეს, ჩვენი ქალაქების განვითარების საქმეს, ანუ მთლიანად ქვეყნის ინტერესს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები არიან ჩართულები ამ საქმეში“, -განაცხადა ზაზა გაბუნიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

ტეგები